ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამა


ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება იმის მყარი მტკიცებულება, რომ ირანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ბირთვული იარაღის პრაქტიკულად შექმნაზე. ამის თაობაზე ამერიკის ხმისადმი მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პენტაგონის სადაზვერვო სამმართველოს მეთაურმა გენერალ ლეიტენანტმა რონალდ ბარგესმა განაცხადა. მისივე თქმით ამის თაობაზე ნათქვამია 2007 წელს გამოქვეყნებულ ეროვნულ სადაზვერვო მოხსებნებაში.

-„მთლიანობაში რაც ამ მოხსენებაშია ნათქვამი შეესაბამება სინამდვილეს. ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება იმის ინდიკატორები, რომ ირანის მთავრობამ მისი ბირთვული პროგრამის პრაქტიკულ განხორციელებაზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. თუმც აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით.“

გენერალმა ბარგესმა აღნიშნა, რომ განსაზღვრულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ირანის ლიდერთა გადაწყვეტილებების სწორად შეფასება, რადგანაც თვით იმ ქვეყნის მართვის უმაღლეს ეშელონებში შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს აქვს ადგილი. თუმც მისივე თქმით ირანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა და მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო დააეჭვა დასავლეთი.

-„საქმე იმაშია, რომ ირანი აშკარად არც არაფერს აცხადებს და არც არაფერს აკეთებს. აქედან გამომდინარე შენიღბვით მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ. მე დაზვერვის სამსახურის პროფესიონალი ვარ და ჩემი მოვალეობაა დავაზუსტო მონაცემები. ასე რომ ჩვენ ძირითადად იმის გაშიფრვაზე ვმუშაობთ თუ სინამდვილეში რისი თქმა სურთ ირანის ლიდერებს. ისინი კი სულ სიტყვებისა და ფრაზების მანიპულირებიტ არიან დაკავებულნი, რაც სულაც არ ემსახურება საქმის პოზიტიური მიმართულებით დაძვრას. „

გენერალი ბარგესი ირანის ქცევას აღმოსავლურ ბაზარში ვაჭრობას ადარებს. რაც უფრო უარზეა, მით უფრო მეტად იმის იმედი აქვს, რომ მეორე მხარე საბოლოო ანგარიშში დაჰყვება მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად არავინ იცის თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება თეირანის მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღება რთულია იმის თქმა თუ რა ზეგავლენას ახდენს ირანის ლიდერთა ბირთვულ ამბიციებზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმისტული მოძრაობა. როგორც გენერალმა ბარგესმა თქვა ირანში მტავრობამ ვერ მოახერხა რეფორმისტული მოძრაობის ამოძირკვა. ასე რომ ეს ის ფაქტორია, რომელიც დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ობამას ადმინისტრაცია დდი სიფრთხილით ეკიდება რეფორმისტებისადმი ამერიკის მხარდაჭერას, რათა ეს მხარდაჭერა ირანის მთავრობამ რეფორმისტების წინააღმდეგ არ გამოიყენოს. პარალელურად აშშ-ს მთავრობა მუშაობს ახალ სანქციებზე ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიმართ. შეგახსენებთ, რომ რევოლუციური გვარდიის წევრებმა ორგანიზება მოუხდინეს საპროტესტო გამოსვლების დარბევას და ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ირანის ბირთვული პროგრამის შემუშავებაში.

XS
SM
MD
LG