ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში მედვედევსა და პუტინს ხვდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი დღეს მოსკოვს მიემგზავრება, სადაც შეხვედრას იქონიებს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. მხარეები მიმოიხლავენ ენერგეტიკისა და უშიშროების დარგში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, შეეხებიან რუსეთიდან თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გაზსადენის გაყვანის საკითხსაც. რუსეთის მთავრობის ოფიციალური რწმუნებულის განცხადების თანახმად ერდოგანის მოსკოვში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში მხარეები იმსჯელებენ რუსეთ-თურქეთის ინტერესის მქონე საკითხების ფართე სპექტრის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG