ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ნაწილი გადაკეტილია


დღეს ერაყის უშიშროების სამსახურმა ბაღდადის ნაწილი გადაკეტა. არის ეჭვი, რომ რამდენიმე ავტომობილი დანაღმულია. მიმდინარეობს მათი ძებნა. ერაყის მთავრობამ უშიშროების მკაცრი ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც დღეს დილით მიიღო ინფორმაცია აფეთქებების დაგეგმვის შესახებ. ერაყში მომავალ მარტს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბაღდადში მრავალი აფეთქება მოეწყო. რამდენიმე ტერაქტი სამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG