ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელთა უმეტესობა იმედის თვალით უყურებს მომავალს


ავღანეთში ამერიკელმა, ბრიტანელმა და გერმანელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხულთა 70% მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საგულისხმოა, რომ გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვის დროს ამგვარი განცხადება გამოკითხულთა მხოლო 40%-მა გააკეთა. უკანასკნელ გამოკითხვაში გაირკვა, რომ გამოკითხულთა 72% პრეზიდენტ კარზაის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევს. ამ გამოკითხვის შედეგად ნათელი ხდება ის, რომ ავღანელთა უმეტესობა მხარს უჭერს ავღანეთში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს და თალიბების წინააღმდეგ გამოდის. გამოკითხულთა 69%-მა განაცხადა, რომ დრეს თალიბები ავღანეთისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. ამის პარალელურად ნატომ განაცხადა, რომ ავღანეთში ექვსი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG