ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში მშვიდობის დამყარების პერსპექტივები


ჰილარი კლინტონი სუდანში ორი დაპირისპირებული მხარის მიერ 2005 წელს მიღწეულ შეთანხმებას აფასებს, მაგრამ თვლის რომ ეს საკმარისი არ არის. “ სუდანის პოლიტიკური პარტიები თავს შეფერხების უფლებას არ მისცემდნენ, ის შეთანხმებები, რაც მიღწეულია, ასევე დარჩება. მაგრამ რისკი დიდია. ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირების განახლება რეგიონში ადამიანთა ტანჯვას და არასტაბილურობას გამოიწვევს.” სახელმწიფო მდივანსა და სუდანში ამერიკის ელჩს, სკოტ გრეიშენსშორის საუბარი ქვეყანაში აპრილის სახელმწიფო არჩევნებსა და სამხრეთ რეგიონშიდამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ შედგა. არჩევნები სუდანისთვის პირველი იქნება, ბოლო 24 წლის მანძილზე. კლინტონის თქმით, ორივე მხარეს ძლიერი ლიდერია საჭირო, რათა არ განახლდეს სამხრეთ სუდანში არსებული მეამბოხეთა მოძრაობა, ნავთობით მდიდარმა რეგიონმათავიდან აიცილოს ეთნიკური და ტომობრივი ძალადობა. -“რეფერენდუმი შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს. სამხრეთ სუდანმა უნდა გააძლიეროს საკუთარო ინსტიტუციონალურიუნარი და მოემზადოს სამთავრობო პასუხისმგებლობისკენ, როგორც სუდანის ნახევრად ავტონომიური რეგიონი ან დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე 2009 წლის მანძილზე თვასყურს ვადევნებდი სამხრეთში შიდა-ეთნიკური და ტომობრივი ძალადობის არსებობას დავიზიარებ უახლესი ანგარიშსი გამოთქმულ შეშფოთებას, რომ დაღუპულია 2.500 და იძულებით გადასახლებულია 350 000 ადამიანი.” კლინტონის განცხადებით, ყოველმხრივი მშვიდობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სუდანის პრობლემურ დასავლეთ დარფურის რეგიონში მშვიდობის დამყარებისათვის ძალისხმევა ორმხრივი უდნა იყოს და ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ძალდატანებას, იმისათვის რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებმა მთელ რეგიონში შესვლის უფლება მოიპოვონ. სკოტ გრეიშენი სუდანში ბოლოს ნოემბერში იყო და მომავალ თვეში, კენიის, უგანდასა და ეთიოპიის მონახულების შემდეგ იქ კვლავ გაემგზავრება. “ჩემი მთავარი სამიზნე დარფურის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იქნება, უკანონობა, ბანდიტიზმი, მანქანების გატაცება-თუ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას, დანარჩენებს ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით მივხედავთ. მაგრამსიტუაციაში, რომელიც რეგიონში ახლაა შექმნილი, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. ადგილობრივ მთავრობას ძალა არ აქვს და რეგიონს კრიმინალები მართავენ.” გრეიშენის თქმით, ის განაგრძობს მოლაპარაკებებს ხართუმის მთავრობასთან, მაგრამ არ ეცდება გავლენა მოახდინოს სუდანის პრეზიდენტ ომარ ჰასან ალ-ბაშირზე, რომელიც პასუხისმგებელია დარფურთან დაკავშირებული საერთაშორისო ომის დანაშაულის ბრალდებებზე.


XS
SM
MD
LG