ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლას ვეგასში ახალი გამოფენა გაიხსნა


გასულ კვირას ლას ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გამოფენა გაიხსნა,რომელზეც ათასობით ახალი ელექტრონული პროდუქცია იქნა წარმოდგენილი. გამოფენის მნახველებს საშუალება მიეცათ მსოფლიოს ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევები ასობით კომპანიის ოცი ათასამდე წარმოებული პროდუქციის სახით ეხილათ.იქიდან გამომდინარე,რომ გასული წლის ეკონომიკური რეცესიის გამო ელექტრონულ საქონელზე მოთხოვნილებამ რვა პროცენტით დაიკლო,ლას ვეგასის გამოფენას სარეკლამო დატვირთვაც ჰქონდა.

გარი შაპირო ელექტრონული სამომხმარებლო საქონლის ასოციაციის თავმჯდომარეა .მისი ვარაუდით, 2010 წელს მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები ყველაზე დიდი რაოდენობით მობილურ ტელეფონებს შეიძენენ.მარტო ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე ორმოცდათორმეტი მილიონი სმართფონის ტიპის ფიჭური ტელეფონის აპარატის გაყიდვაა ნავარაუდევი.სმართფონის მობილური ტელეფონები გამორჩეული იმითაც არიან,რომ ნაირფეროვანი მენიუ აქვთ და ინტერნეტში შესვლის უიოლეს გზას ფლობენ.

გამოფენაზე ახალი ტიპის ფიჭური ტელეფონები გუგელმაც წარმოადგინა.მობილურ ტელეფონს სახელად სუპერფონი ქვია და იგი გუგელის მარკით წარმოებული მობილური ტელეფონის პირველი ნიმუში გახლავთ.

2010წლის გამოფენაზე თავი ეფელის ფირმამაც ისახელა და გამოფენაზე ეგრეთწოდებული ციფრული ფირფიტა წარმოადგინა.ეს სიახლე-ფურცლის ზომის მსუბუქი ეკრანი გახლავთ,რომელზეც ბეჭდვითი დოკუმენტების კითხვა,ინტერენტში მუშაობა და მედია მასალების მოსმენაც კი შეიძლება. ეს ეკრანი მცირე ზომის კომპიუტერს ანუ ნოუთბუქს იმით სჯობს, რომ იაფია და ზომითაც ბევრად უფრო პატარაა.თუმცა არ არის გამორიცხული ამ ეკრანებმა კომპანიას დიდი მოგება ვერ მოუტანონ.

ლას ვეგასის გამოფენაზე სონის და პანასონიკის კომპანიებმა ახალი ტელევიზორები წარმოადგინეს.ამ ტიპის ტელევიზორს სამ განზომილებიანი გამოსახულება აქვს და საშუალოდ სამი ათასი დოლარი ღირს.ამერიკელები იმედოვნებენ,რომ წელს ამ ტიპის ტელევიზორებს ოთხი მილიონი მომხმარებელი მაინც შეიძენს.

სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრუდუქცია, რომელიც ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მეორად გადამუშავების შედეგად იქნა მიღებული.გამოფენის პრესცენტრის ხელმძღვანელის ჯენიფერ ბემისდერფერის თქმით,მსოფლიოს არაერთი კომპანიაა დაინტერესებული აწარმოოს პროდუქცია,რომელიც მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სხვა პროდუქციის დასამზადებლადაც ვარგისიანი იქნება:

„თავისუფლად შეიძლება ახალი პროდუქცია შეიქმნას სხვა რომელიმე მწყობრიდან გამოსული პროდუქციისგან."


ლას ვეგასის გამოფენაზე კომპანიებმა ასევე წარმოადგინეს აპარატურა,რომლის საშულაებითაც ავტომობილების მძღოლებს მობილური აპარატებიდან მართვის დროს ხელის დაუხმარებლად ტექსტშეტყობინებები გააგზავნონ ან სასურველ ნომერზე დარეკონ.



XS
SM
MD
LG