ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ბრძოლაში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატო აცხადებს, რომ დღეს მომხდარ რამდენიმე ბრძოლაში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა. ნაშუადღევს ავღანეთის სამხრეთში მომხდარი ბრძოლისას სამი ამერიკელი და კიდევ ორი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჯარისკაცი მოკლეს. საფრანგეთი აცხადებს, რომ ქაბულის ჩრდილო-არმოსავლეთით მდებარე ალასაის ველზე მემამბოხეების მიერ მოწყობილ თავდასხმას ერთი ფრანგი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს კი, ავღანეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ ამერიკული კონტინგენტის გაფართოებამ უკვე გამოიღო შედეგი და თალიბებისშესუსტება გამოიწვია. გენერლის თქმით, ამერიკელები აგრეთვე ახერხებენ ავღანელებისთვის იმის განმარტებასაც, რომ დასავლური კოალიცია ავღანეთის დახმარებას ლამობს და არა მტრობას.


XS
SM
MD
LG