ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ამერიკას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს


ფხენიანი ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის, ამერიკას სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. დღეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიმდინარე კორეის ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა და სამშვიდობო ხელშეკრულება მაშინ არ დადებულა. გაეროს უშიშროების საბჭომ კი მიმდინარე წლის ივნისს დამატებითი სანქციები შემოირო ფხენიანის წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG