ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიაში განმეორებით არჩევნებზე ახალი პრეზიდენტი აირჩიეს


დღეს ხორვატიაში განმეორებით არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. წინა არჩევნები ლიდერის ამორჩევის გარეშე დასრულდა.

ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების პარტიის ლიდერი ივო იოსიპოვიჩი ზაგრების ყოფილ პოპულისტურ მერ მილან ბანდიჩს დაუპირისპირდა, რომელმაც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი.

იოსიპოვიჩი ოპოზიცის წამყვანი კანდიდატია. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის ხორვატიის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობის აღდგენას აპირებს.

27 დეკემბერს ჩარატებულ გეგმიურ არჩევნებში ხმების 50 პროცენტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. პროფესიით პროფესორსა და კომპოზიროტს, იოსიპოვიჩს მოსახლეობის ერთმა მესამედმა მისცა ხმა, ხოლო ბანდიჩს, რომელიც სოციალ დემოკრატებს არჩევნებამდე გამოეყო, ხმების 15 პროცენტი ერგო წილად.


XS
SM
MD
LG