ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრამ ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპირო შესძრა


ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან რიხტერის შკალით 6.5 სიმძლავრის მიწისძვრამ ორეგონის შტატის საზღვართან მდებარე რამოდენიმე სანაპირო დასახლების შენობები შეარყია და მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზები დააზიანა.

მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური გამოკვლევის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის ფსკერის ქვეშ ჩრილოეთ კალიფორნიის ქალაქ ეურეკასგან 43 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

ოფიციალური პირების ცნობით, მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა 25,000 მომხმარებელს.



XS
SM
MD
LG