ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ორი პალესტინელი დაიღუპა


პალესტინელი სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა. მაგრამ ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებელი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ინციდენტამდე ორი დღით ადრე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში რამოდენიმე მინდორი დაბომბეს.

ისრაელის სამხედროებმა აღნიშნეს, რომ გასულ პარასკევს მომხდარი საჰაერო დაბომბვა ისრაელში მიმავალი მიწისქვეშა გვირაბების განდადგურების მიზნით განხორციელდა.

აღსანიშნვია ისიც, რომ ისრაელის საჰაერო დაბომბვის რამოდენიმე საათით ადრე პალესტინელმა მეამბოხეებმა ღაზიდან ისრაელში ნაღმსატყორცნის ჭურვი გაისროლეს.



XS
SM
MD
LG