ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოგოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ჩემპიონატს ტოვებს



ტოგოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანგოლაში მიმდინარე ჩემპიონატს ტოვებს ნაკრებზე რამოდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეროვნული ნაკრების წევრებს დარჩენა და აფრიკის ერების საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება სურდათ, მაგრამ დღეს მათ პრესას მოახსენეს, რომ ტოგოს მთავრობამ ნაკრებს სამშობლოში დაბრუნება უბრძანა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ პარასკევს ტოგოს ეროვნულ ნაკრებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, როცა გუნდმა გადაკვეთა საზღვარი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ანგოლას კაბინდას რეგიონში.

თავდასხმის დროს შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ავტობუსის მძღოლი, ტოგოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მოადგილე აბალო ამნალეტე და ნაკრების წარმომადგენელი სტანისლას ოჩლო. ამას გარდა თავდასმხის შედეგად დაიჭრა სულ ცოტა შვიდი ადამიანი.


XS
SM
MD
LG