ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერდება


მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ წარმოებულბრძოლას შეერთებული შტატების სამართალდამცავები ყურადღებით აკვირდებიან. ნარკოტიკების წინააღმდეგბრძოლის ადმინისტრაცია იგივე DEA, მსხვილი ამერიკული უწყებაა, რომლის შტაბ-ბინაც ჰიუსტონში მდებარეობს.


გარი ჰეილი დეა-ს დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელია. მისი თქმით, მექსიკის მთავრობასთან ინფორმაციების და რესურსების გაზიარებამ შედეგი გამოიღო. ეს ყველაფერი პრეზიდენტ კალდერონს საზღვარზე კრიმინალური ორგანიზაციების ოპერაციების ჩაშლაში ეხმარება.


„რეალისტურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ნარკოტრეფიკინგის თავიდან აცილებას ვერასდროს შევძლებთ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ მთელ ამ ბიზნესზე და ხელი შევუწყოთ მის ჩაშლასდა დანაწევრებას“ ამბობს გარი ჰეილი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კალდერონმა 2006 წლიდან დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ორგანიზებულ დანაშაულს, მექსიკაში ათასობით ადამიანი დაიღუპა სამთავრობო ძალებსა და განგსტერებს შორის შეტაკებების დროს. ამასთანავე დამნაშავეთა ბანდების სისასტიკე უფრო და უფრო ცხადი ხდება. ეს გასულმა კვირამაც დაადასტურა. როდესაც პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია მექსიკის მსხვილი ნარკობარონის არტურო ბელტრან ლეივას სიკვდილით დასრულდა, საპასუხოდ, დაუდგენელმა დამნაშავე ავტომატური იარაღით ოპერაციის მონაწილე ერთ-ერთი სამხედროს ოჯახს სასტიკად გაუსწორდა. დამნაშავემ მისი დედა და ოჯახის შვიდი წევრი მოკლა. ასევე ოპერაციის სხვა მონაწილე სამხედროებმა და პოლიციელბმაც სახლებში მიიღეს მუქარის წერილები,სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ თავს არ დაანებებდნენ კარტელთან ბრძოლას, მათ ოჯახებს სიკვდილით დასჯიდნენ.


გარი ჰეილი ამბობს, რომ მექსიკის ხელისუფლება ძალიან კარგად აანალიზებს შექმნილ საფრთხეს. კარტელები ნელნელა ხელში იღებენ ძალაუფლებას მექსიკის დიდი ნაწილში, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქადის. რაც შეეხებათ მექსიკელ სამხედროებს და პოლიციელებს, მათ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება- ბოლომდე ებრძოლონ დამნაშავეთა სამყაროს. „ისინი ამას არ აკეთებენ იძულებით, ისინი ამას არ აკეთებენ ფულის გამო, ისინი ამას აკეთებენ რადგან უბრალოდ პატრიოტები არიან. მათ უბრალოდ უყვართ თავიანთი სამშობლო და იციან, რომ მართალ საქმეს ემსახურებიან“ ამბობს გარი ჰეილი. მისი თქმით, მექსიკაში სამხრეთ ამერიკიდან წამოსული ნარკოტიკების რაოდენობა არ შემცირებულა. მექსიკა სამხრეთ ამერიკული ნარკოტვირთების შეერთებულ შტატებში ტრაფიკისთვის უმთავრესი სატრანზიტო ტრასაა. თუმცა, კალდერონის ხლეისუფლებამ გადაწყვიტა და სწორედ მექსიკა შეერთებული შტატების საზღვარზე გაუმართა მათ ბრძოლა.


სასაზღვრო ქალაქებში მექსიკელებისთვის ცხოვრება ხშირადაუტანელი ხდება, რადგან ეს რაიონები ნამდვილ ომის ზონებად არის გადაქცეული. ჰეილი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში გადამწყევტი იქნება მექსიკის და შეერთებული შტატების თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რამაც შედეგად საფრთხე უნდა შეუქმნას კრიმინალური საწარმოების მომავალს მექსიკაში.


XS
SM
MD
LG