ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ  კარზაი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას განმეორებით წარუდგენს. 16 კაცისგან შემდგარ მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატების სია უკვე მზად არის.

ავღანეთის პარლამენტის წევრები მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე დებატების გამართვას აპირებენ. გასულ კვირას ავღანეთის პარლამენტმა ფარული კენჭისყრით კარზაის მიერ წარდგენილი კაბინეტის შემადგენლობა არ დაამტკიცა. მათ უარყვეს ერთადერთი ქალის კანდიდატურაც, რომელიც ჰამიდ კარზაის ქალთა საქმეების მინისტრად ყავდა წარდგენილი.


XS
SM
MD
LG