ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალ-ჯაზირამ“  ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა


პაკისტანის ტელევიზიამ და არაბულმა მაუწყებელმა „ალ-ჯაზირამ“ახალი ვიდეო მასალა გაავრცელეს. ვიდეოზე ნაჩვენებია პიროვნება, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების დაზვერვის ბაზაზეთავდასხმით იმუქრება.

ის ამბობს, რომ შურს იძიებს პაკისტანში თალიბანის ყოფილი ლიდერის ბაითულა მეჰსუდას მკვლელობისთვის. ვიდეოზე ასახული ადამიანი ამბობს, რომ მისი სახელია აბუ-მულა ალ-ბალავი.

კადრში ჩანს, რომ ის პაკისტანური თალიბანის ახალი ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდას გვერდით ზის.ბალავი სწორედ ის თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელმაც ავღანეთში შეერთებული შტატების დაზვერვის ბაზაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაზვერვის 7 თანამშრომელი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG