ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდას ავიახაზების რეისს საფრთხე ემუქრება


შეერთებულმა შტატებმა გაფრთხილება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უგანდას ავიახაზების რეისს სამხრეთ სუდანსა და უგანდას შორის შესაძლოა „რეგიონალური ექსტრემისტებისგან“ საფრთხე დაემუქროს.

ამის შესახებ ხართუმში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, სადაც აღნიშნულია, რომ ავტონომიურ ერთეულ სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბას და უგანდას დედაქალაქ კამპალას შორის ფრენები საფრთხის შემცველია. მართალია საელჩოს დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხე საკმაოდ სერიოზულია.


XS
SM
MD
LG