ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ უმარ ფარუქ აბდულმუთალაბს ექვსი ბრალდება წაუყენა


23 წლის უმარ ფარუქ აბდულმუთალაბი, რომელმაც 25 დეკემბერს ამსტერდამ-დეტროიტის რეისის აფეთქება სცადა, გუშინ სასამართლოს წინაში პირველად წარსდგა. ის შობის შემდეგ, დეტროიტის სასამართლოში, მოსამართლე მარკ რანდონის წინაშე ცოტა ხნით გამოჩნდა.

მას ბრალი 6 მუხლით წაუყენეს, მათ შორის მკვლელობის მცდელობა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა. ასაფეთქებელი საშუალება მას ტანსაცმელში ჰქონდა დამამლული, საბედნიეროდ ის ვერ ამოქმედდა.

ყოფილ ფედერალურ პროკურორს, აიტენ გოელმანს სჯერა, რომ მიუხედავად იმისა რომ აბდულმუთალაბმა თავი დამნაშავედ არ სცნო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მის წინააღმდეგ ბრალდებები დამტკიცდება.

"ვფიქრობ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ბევრი მოწმე გამოვა. რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ცდილობდა იგი ტანსაცმელში დამალული ორი სახის ასაფეთქებელი საშუალების ამოქმედებას, რითაც რისკის ქვეს აყენებდა თვითმფრინავს და მის მგზავრებიანად. ვფიქრობ ნიგერიის მოქალაქის განცხადება, მისი უდანაშაულობის შესახებ, უბრალოდ ბრალდებების წინააღმდეგ მისი წინასწარი განწყობაა, ეს ნაფიცი მსაჯულების წინაშე ძალიან იაფფასიანი ხრიკია.

სამხედრო დაზვერვის გააგენტოს უფროსმა, გენერალმა რონალდ ბურგესმა პენტაგონში საუბრისას აღნიშნა, რომ 25 დეკემბერს, უსაფრთხოების სამსახურის მარცხი შეცდომის შედეგი იყო.

"ჩვენ უამრავი პროფესიონალი გვყავს დაზვერვის დარგში, რომელთა საქმე უსაფრთხოების ზომების უზრუნვლეყოფაა. მაგრამ 25 დეკემბრის ინცინდენტი მაინც მოხდა, ამიტომ ჩვენ ახალ სტანდარტებს დავაწესებთ და სხვებსაც მოვთხოვთ იგივე დააწესონ ჩვენს მიმართ. მაგრამ ამერიკელებს აქვთ უფლება დაზვერვის სამსახურებისგან პროფესიონალურ მოქმედებას მოითხოვონ, მე მაინც ვფიქრობ რომ იმ დღესაც და შემდგომ დღეებშიც ჩვენ კარგად ვიმუშავეთ."

მიუხედავად ამისა, გენერალმა ბურგესმა მის სააგენტოს უბრძანა, პრეზიდენტის განკარგულებისამებრ, სფეროში არსებული ყველა ნაპრალის ამოავსოს.

ამერიკის ხმასთან საუბრისას, სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უფროსი პრეზიედენტ ობამას გამოეხმაურა და ბრძანა, რომ დაზვერვის სამსახურები ცალ-ცალკე დარღვევებს წააწყდნენ, მაგრამ მთლიანი კატასტროფის წარმოდგენა გაუჭირდათ.

"ინფორმაცია მართლაც გადაეცა სააგენტოებს, მაგრამ ვფიქრობ ანალიტიკოსებმა, სხვადასხვა დონეზე ვერ შეძლეს ამბის შეკავშირება დ არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც წესით მისაღები იყო."

აბდულმუთალაბის მამამ ამერიკის საელჩოს ნიგერიაში შეატყობინა, რომ მის ვაჟს,იემენში ყოფნისას ექსტრემისტული შეხედულებები ჩამოუყალიბდა, თუმცა შესაძლო ტერორისტული ფაქტის შესახებ მას არაფერი უთქვამს. გენერალი ბურგესი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, 23 წლის ნიგერიის მოქალაქის ტერორისტულ დაჯგუფება ალ -ყაიდასთან კავშირები.

დეტორიტის ციხის გარშემო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. მიზეზი ადგილობრივი ნიგერიული და მუსულმანური საზოგადოების წევრების შეკრება იყო, რომლებიც ტერორიზმის ფაქტის წინაშე თავინთ პოზიციას აფიქსირებდნენ.

დეტროიტი ტერორისტული საქმეების განხილვის ცენტრში პირველად არ ხვდება. 2003 წელს, ჩრდილოეთ აფრიკელი, საიდუმლო ტერორიტული დაჯგუფების წევრი დამნაშავეები, სწორედ დეტროიტის ციხეში წარსდგნენ ნაფიცი მსაჯულების წინაშე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ეს პირველი სასამართლო პროცესი იყო,რომელიც ტერორისტების საქმეებს იხილავდა. ორ მათგანს ბრალი დაუმტკიცდათ, მაგრამ საქმე შემდგომ სხვა სასამართლოს გადაეცა.


თუკი ნაფიცი მსაჯულები აბდულმუთალაბს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ, მას ცხოვრების დარჩენილი ნაწილის გატარება ციხეში მოუწევს.


XS
SM
MD
LG