ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს უძღვება


შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს უძღვება. ამერიკის წარმომადგენელი ახლო აღმსოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები შედეგს 2011 წლისთვის აუცილებლად გამოიღებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ვაშინგტონში იორდანიის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

საუბრის მთავარი მიზანი ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების განახლებაა. ასევე ცნობილია, რომ მოლაპარაკებების საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით ჯორჯ მიტჩელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ესტუმრება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებების განახლებას ისრაელის 1967 წლის საზღვრის გათვალისწინებით და პალესტინელტა ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის დაკანონებით.



XS
SM
MD
LG