ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა განხორციელდა


ირანის ოპოზიციის ლიდერის ელექტრონულ გვერდზე ნათქვამია, რომ მთავრობის მზარდამჭერებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს. "საჰამ ნიუს" - ზე ნათქვამია, რომ ოპოზიციონერების ავტომობილს ცეცხლი იმიტომ გაუხსნეს, რომ მასში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მაჰდი ქარუბი მგზავრობდა.

საბედნიეროდ ავტომობილი დაჯავშნული იყო და მხოლოდ ფანჯრები დაზიანდა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შენობას, ქალაქ ყაზვინში, რომელშიც ქარუბი იმყოფებოდა, მთავრობის მხარდამჭერებმა ალყა შემოარტყეს, რათა მათზე იერიში მიეტანათ.

ელექტრონულ გვედზე ნათქვამია, რომ სროლა მაშინ ატყდა, როდესაც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ახლა კი ირანის ოპოზიციის ლიდერი შენობის დატოვებას სპეც დანიშნულების რაზმის ესკორტით ცდილობდა.



XS
SM
MD
LG