ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ლეგიტიმაცია არ სჭირდება


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თქმით, მას საერთაშორისო თანამეგობრობისგან ლეგიტიმაცია არ სჭირდება. დღეს არაბულ ტელეკომპანია ალ-ჯაზირასთან საუბარში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ავღანეთი დემოკრატიის კარგი მოდელია.

აგვისტოს არჩევნებში მრავალი გაყალბების მცდელობის დაფიქსირების შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები ხელმეორედ არჩეულ კარზაისკორუფციასთან აქტიურ ბრძოლას თხოვენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ავღანეთში მრავალი ქვეყნის სამხედრო შენაერთების ყოფნისა, მას ლიდერების კეთილგანწყობა არ სჭირდება.

კარზაის თქმით, მისი მთავრობა საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლისა და ავღანეთის უსაფრთხოებისთვის მუშაობს.


XS
SM
MD
LG