ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: საარჩევნო საკითხებზე გრძელდება კონსულტაციები


8 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება კონსულტაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურაზე შეჯერების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და " ცესკოს" თავმჯდომარის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმაც გააკეთა დღეს საგანგებო განცხადება. როგორც ” სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ 7 იანვარს განაცხადა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ორ პოტენციურ კანდიდატურას განიხილავენ. თუმცა მან მათი ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ჯერ- ჯერობით თავად ამ კანდიდატურების თანხმობა არ არსებობს. სირაძის თქმით, კანდიდატურების შერჩევის პროცესში პრობლემას ქმნის ის წინაპირობა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აუცილებელია გააჩნდეს საარჩევნო მოხელის სპეციალური სერთიფიკატი, ” რაც უამრავ ღირსეულ კანდიდატს არ აქვს”. ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს უფლებამოსილება 1 იანვარს შეუწყდა და ის მოვალეობას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ასრულებს.

თუმცა მან რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა ამ თანამდებობაზე დარჩენა, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი მეორე ვადით წარდგენას. საარჩევნო კოდექსში დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდმაორეობის სამ კანდიდატს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე არაუგვიანეს 8 იანვრისა წარუდგენს ცესკოს ექვს ოპოზიციურ წევრს დასამტკიცებლად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდოარე თამარ ხიდაშელი აცხადებს.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგი პარტიების დანიშნულ წევრებს: რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, მრეწველები, ქრისტიან- დემოკრატები და ჩვენ თვითონ. კანონის თანახმად, ექვსი ოპოზიციური წევრიდან სულ მცირე 4 წევრის თანხმობაა საჭირო, რათა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი აირჩეს ფარული კენჭისყრით ცესკოს თავმჯდომარედ. ეს პროცედურა არაუგვიანეს 11 იანვრისა უნდა განხორციელდეს. თუ ამ ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს, ნათქვამია კანონში. პარლამენტში გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი ხმები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობას გააჩნია.


XS
SM
MD
LG