ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ადგილობრივი ქრისტიანების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო


ეგვიპტეში ადგილობრივი ქრისტიანების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამის მიზეზი კი შობის დღესასწაულზე კოპტების რიტუალის დროს 6 ქრისტიანის მკვლელობა გახდა. თავდასხმა ოთხშაბათს განხორციელდა. დაუდგენელმა პირებმა კოპტების საზეიმო მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. ტრაგედია ქენას პროვინციაში შობის ტაძართან დატრიალდა. დღეს კი კოპტებმა ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ამის გამო სამართალდამცავებს ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც მოუხდათ.


XS
SM
MD
LG