ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ირლანდიის პრობრიტანული შეიარაღებული ფორმირება განიარაღებას აპირებს


ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედი უდიდესი პრობრიტანული შეიარაღებული ფორმირება იარაღის დაყრას აპირებს. „ოლსტერის დაცვის ასოციაციის“ სახელით ცნობილი ჯგუფი ოთხასზე მეტი ადამიანის მკვლელობაშია დადანაშაულებული. სხვა პროტესტანტულმა დაჯგუფებებმა „ოლსტერის მოხალისეთა ძალებმა“ და „მეწამულმა ხელმა“ იარაღი გასულ ივნისს დაყარეს. პროტესტანტების მიერ იარაღის ჩაბარება, ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის უმთავრეს ნაწილს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მათმა მოწინააღმდეგე კათოლიკურმა ორგანიზაციამ „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ ძალადობის მეთოდებით ბრძოლის წარმოებაზე უარი 2005 წელს განაცხადა.

XS
SM
MD
LG