ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გზისპირა ნაღმის აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ოფიციალური ინფორმაციით,ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად მოკლულია 2 სამოქალაქო პირი და დაჭრილია კოალიციური ძალების რამდენიმე სამხედრო.

ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 2 ბავშვი გარდაიცვალა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტული აქტისას ალიანსის 9 სამხედრო დაშავდა.

ავღანეთში აცხადებენ, რომ დაშავებულია რამდენიმე ადგილობრივი სამართალდამცველიც.

XS
SM
MD
LG