ოფიციალური ინფორმაციით, იემენში პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება ალ-ყაიდას 3 წევრი დააკავა, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქში დასავლურ საელჩოებს ემუქრებოდნენ. მუქარის შედეგად დიპლომატიურმა კორპუსებმა 2 დღით მუშაობა შეწყვიტეს.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მეამბოხეებს, პოლიციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად საავადმყოფოში ჭრილობების გამო მისვლა მოუხდათ. სწორედ იქ დააკავეს 4 მათგანი და მათი შეფარვაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი.
პოლიციამ ორშაბათს ტერორისტული დაჯგუფება ალ-ყაიდას 2 წევრი მოკლა, მაგრამ ეჭვმიტანილმა მეთაურმა გაქცევა შეძლო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საელჩოები სანააში სამშაბათს გახსნეს.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ იემენმა წარმატებით შეძლო ალ-ყაიდას მხრიდან დიპლომატიური მისიებზე შესაძლო თავდასხმების აღკვეთა.