ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პოლიციამ ქაიროში საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია


ეგვიპტის პოლიციამ ქაიროში პროპალესტინელი აქტივისტები დაარბია, რომლებიც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის აკრძალვას აპროტესტებდნენ.

ძალადობის ფაქტს ადგილი გვიან სამშაბათს, ეგვიპტის საპორტო ქალაქ არიშში ჰქონდა. თვითმხილველების განცხადებით, აქციის 40 მონაწილე და 15 პოლიციელი დაშავდა.

აქტივისტებმა 200 ავტომობილი ჰუმანიტარული დახმარება სირიიდან არიშში გემებით ჩამოიტანეს, იმ იმედით რომ ღაზას სექტორში, ეგვიპტის რაფას საზღვრიდან გადატანას მოახერხებდნენ.

მაგრამ ოფიციალური ქაიროს ბრძანებით, ტვირთიდან ისრაელში მხოლოდ 55 ჰუმანიტარული დახმარების ავტომობილი გაგზავნა მოხერხდა, რადგან დახმარება იმ აღჭურვილობას შეიცავდა, რომლის რაფას ტერმინალზე გადატანაც აკრძალულია.

XS
SM
MD
LG