ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში რუსულენოვანი არხი ამოქმედდა


ინტერნეტ მაუწყებელს დღეში 4-ჯერ: 12-ზე, 15-ზე, 19 და 20 საათზე საინფორმაციო გამოშვებები ექნება. პირველი კავკასიური არხი ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით არის ხელმისაწვდომი, მოგვიანებით არხის მაუწყებლობა სატელიტით და კაბელით განხორციელდება.

პირველი კავკასიური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა რუსულენოვანი არხის საქართველოში გამოჩენით და აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს რუსული ენა. - 'ეს არის ცივილიზაციის, კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი პლასტი', აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია პირველი კავკასიური არხის შექმნის შესახებ, ქართული ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ არხს ბორის ბერეზოვსკი აფუძნებს. მიხეილ სააკაშვილი და ბორის ბერეზოვსკი ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუსეთთან ახალი ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კავკასიის ხალხის სამსახურში ვართ! - აცხადებს არხის ხელმძღვანელობა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზურაბ დვალი ამბობს, რომ ეს არხი მისცემს საზოგადოებას საშუალებას შეიტყოს როგორც ისტორიული ფაქტები, ისევე მიმდინარე მოვლენები, რომელთა გაგებაც სხვა რუსულენოვანი ტელეარხებით შეუძლებელია!

XS
SM
MD
LG