ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა ანტი-ტერორისტულ სფეროში რეფორმებს  აპირებს


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოაცხადებს, რომ იგი აპირებს მთელი რიგი რეფორმების ჩატარებას ქვეყნის ანტი-ტერორისტული პოლიტიკის სფეროში. ხსენებული განცხადება შეერთებული შტატების ავიალაინერზე გასული წლის 25 დეკემბერს მომხდარ ტერორისტული აქტის მცდელობასთან არის დაკავშირებული.

როგორც მოსალოდნელია, ეროვნული უშიშროების საკითხებში ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირებისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, ბატონი ობამა თავის გამოსვლაში განმარტავს ახალ ზომებს, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების სიაში ცვლილებებს შეიტანს.

ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტს ანგარიშს ჩააბარებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი, რომელსაც ხსენებული ტერორისტული აქტის მცდელობის გამოძიება დაებარა. პრეზიდენტი ობამა ეჭვმიტანილი ნიგერიელი მოქალაქის გასამართლების საკითხს შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორთან ერიკ ჰოლდერთან განიხილავს.

XS
SM
MD
LG