ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომელი საახალწლო კერძები მოგვიტანენ იღბალს  2010 წელს?


მსოფლიოში 2010 წელი დადგა. ბევრისთვის ახალი წლის მოსვლა ძველი ტრადიციების შესრულებას უკავშირდება. ქვეყნების უმეტესობაში ეს გარკვეული საახალწლო კერძების მომზადებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, იღბლის მოტანის იმედს გულისხმობს.

რა საერთოა აქვს თხის თავს, ვაშლის ნამცხვარსა და პილპილის წვნიანს? რამოდენიმე ქვეყნის წეს-ჩვეულებების მიხედვით, ჩამოთვლილი კერძების მირთმევა ახალ წელს ბედნიერებისა და იღბლის მომტანია.

გარკვეულ რეგიონებში საახალწლოდ ღორის ხორცისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების მირთმევა კეთილდღეობასა და დოვლათთან არის დაკავშირებული. სხვა ქვეყნებში კი თევზეულის მომზადებაა ბარაქის მომტანი. მწვანილი და ბოსტნეული ახალ წელს საკმაოდ პოპულარულია რადგან ბოსტნეული ფულისა და ფინანსური წარმატების სიმბოლოდ იქცა. ხორვატები, მაგალითად, ახალ წელს კომბოსტოში გახვეულ ხორცეულს მიირთმევენ, ხოლო ამერიკელები კი ყვავილოვან კომბოსტოს.

მაგრამ ის ვისაც სურს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საახალწლო კერძების გასინჯვა, შეუძლია ვაშინგტონში მდებარე ნაგას რესტორანს ესტუმროს, სადაც ხსენებული კერძები მენიუშია შეტანილი. ნაგას რესტორნის მთავარმა მზარეულმა გლენ ბაბკოკმა შვიდკერძიანი საახალწლო სუფრა მოუმზადა ამერიკის ხმის ჟურნალისტებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კულინარული ტრადიციებია წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს ისიც რომ თითოეულ საახალწლო კერძს შვიდი იღბლიანი ასპექტის მოტანა შეუძლია. ამასთან დაკავშირებით ბაბკოკი აღნიშნავს:

„როცე ჩვენ იღბლიანი კერძების ჩანაფიქრის შესახებ ვბჭობდით, ჩვენ ეს ცნება შვიდ ნაწილად გავყავით - დღეგრძელობის, დაცულობის, სიბრძნის, კეთილდღეობის, სიყვარულის, წარმატებისა და ბედნიერების ჩათვლით."

იღბლის ცნების ტრადიციული გაგების ხსენებული გაფართოება თვითოეული კერძისთვის სხვადსხვა რელიგიური და კულტურული მნიშნველობის შემადგენელი ნაწილის შერჩევას ნიშნავდა.

ბაბკოკი იმედოვნებს, რომ საახალწლო კერძების მეოხებით კლიენტები უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს იღბალი და როგორია მისი გემო.


XS
SM
MD
LG