ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"Made in China"


ჩინეთის მთავრობამ და ოთხმა ჩინურმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო.რეკლამის მესვურებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის,რათა ჩინური პროდუქციის დაკარგული იმიჯი აღადგინონ და მისდამი ინტერესი გააძლიერონ.

სარეკლამო რგოლი,რომლის სლოგანი „Made in China ,Made with World"გახლავთ- შეეცდება დაანახოს მსოფლიოს,რომ პროდუქციაზე წარწერა"დამზადებულია ჩინეთში" მაღალი ხარისხის მაჩვნებელიცაა.თუმცა ამერიკელ ექსპერთთა ვარაუდით,სარეკლამო რგოლი ამ პრობლეამს ასე იოლად ვერ გადაწყვეტს.

დღესდღეობით მსოფლიოში წარწერა „დამზადებულია ჩინეთში" ტოქსიკური საღებავის შემცველ სათამაშოებს ,გაფუჭებული ძაღლების საკვებსა და მომწამვლელი რძის პაკეტებს უფრო გვახსენებს.

ამიტომაც, ჩინეთის მთავრობა ოცდაათწამიანი სატელევიზიო რგოლით, რომელსაც ამერიკული სარეკლამო სააგენტო გადაიღებს , ცდილობს წლების მანძილზე დამკვიდრებული ეს სახელი მსოფლიოს საზოგადოების შემეცნებაში რადიკალურად შეცვალოს.

საერთაშორისო მედია კონსულტანტი ტაპიო ქრისტიანსენი,რომელსაც ჩინურ კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ამბობს,რომ მსგავსი სარეკლამო რგოლის დამზადებაზე ჩინეთს აქამდეც უნდა ეზრუნა.განსაკუთრებით კი მას მერე,რაც ჩინური მომწავლელი რძით ექვსი ჩინელი ბავშვი დაიღუპა და ასი ათასობით ახალშობილი დასნეულდა.

„ამ სარეკლამო რგოლმა დასავლეთში არცთუ ისე ცოტა ადამიანს უნდა შეუცვალოს მცდარი დამოკიდებულება ჩინური პროდუქციის მიმართ"

მაგრამ ბიზნესის პროფესორის ჯონი ჯოჰანსონის თქმით,ამ სარეკლამო რგოლს სხვა მისიაც აკისრია:

„სლოგანის ტექსტს: „Made in China –Made with the World"- სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ამით ჩინელი ინდუსტრიის მწარმოებლები თითქოსდა საკუთარ პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქციაზე იხსნიან და აცხადებენ,რომ დამნაშავეები ამ საკითხში სხვა ადამიანებიც აირან"

ბოლო ხანს,ჩინურმა კომპანიებმა გაკოტრებული ცნობილი ამერიკული კომპანიები შეისყიდეს.მათ შორის გახლავთ ჯენერალ მოტორსის ამერიკული ავტოკომპანიაც,რომელიც ეკონომიკური რეცესიის პერიოდს ემსხვერპლა და სახელმწიფოს მიერ გაიყიდა.

ჯოჰანსონის თქმით,ჩინურ კომპანიებს არ შესწევთ ძალა იმისთვის,რომ ყველა ჩანაფიქრი განახორციელონ.ისინი ბოლომდე სრულყოფილ პროდუქციას ვერასდროს შექმნიან:

„ამისათვის მათ გონიერი და შორსმჭვრეტელი მენეჯმენტი სჭირდებათ.წარმატებული მეწარმეობა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნა არცთუ ისე იოლი საქმეა"

ჯოჰანსონს საუბარში გასული საუკუნის 50იან წლებში იაპონიის მაგალითი გაიხსენა.მაშინ იაპონური მსუბუქი მანქანები მსოფლიოს ავტოინდუსტრიაში ყველაზე ნაკლებად პოპულარულ ავტომობილებად ითვლებოდნენ. დღესდღეობით კი იაპონურ მანქანებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტხოვნილებაა.

„მსგავს რამეს არა მგონია ჩინელებმა მიაღწიონ.ამის მიზეზი კი ის იქნება,რომ იაპონელები ძალზე დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანები არიან-დრო დასჭირდათ აქამდე რომ მისულიყვნენ,ჩინელებს კი სურთ დროს წინ გაუსწრონ და უცებ აყვავებისკენ მიილტვიან"

თუმცა ტაპიო ქრისტიანსენი აცხადებს,რომ ჩინეთს დღესდღეობით აქვს იმ დონის ტექნოლოგია, რაზედაც მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერც კი იოცნებებს და ამ მიზანს თავისუფლად მიაღწევს.

არადა,რეალობას თუ ჩახედავთ თვალებში თავადაც დარწმუნდებით,რომ ბოლო წლებში ჩინეთმა განსკაუთრებულად გააუმჯობესა საკუთარი პროდუქციის ხარისხი.დღესდღეობით დასავლეთის არაერთიკომპანია ანდობს საკუთარი პროდუქციის წარმოებას ჩინურ კომპანიებს და წარმატებულ შედეგსაც ღებულობს.



XS
SM
MD
LG