ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში მგზავრებს დამატებით შემოწმება ჩაუტარდებათ


შეერთებული შტატების მთავრობა 14 ქვეყნიდან ამერიკაში შემოსულ თვითმფრინავის მგზავრებს დამატებით შემოწმებას ჩაუტარებს. ამ 14 ქვეყნის სიაში შედის ტერორიზმის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები.

უსაფრთხოების ახალი ზომების დანერგვა 25 დეკემბერს ამსტერდამიდან დეტროიტში მომავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის შემდეგ გადაწყდა.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ისეთი ქვეყნებიდან მოდიან ან ისეთ ქვეყნებში აქვთ გადაჯდომა, რომლებიც ტეტორიზმის დაფინანსებაში ან სხვა სახით მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი, დამატებით შემოწმებას გაივლიან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნებად მიიჩნევს კუბას, ირანს, სუდანსა და სირიას. ამერიკული მედია წყაროები აცხადებენ, რომ ისეთი ქვეყნებიდან მომავალი მგზავრები, როგორიცაა ავღანეთი, ალჟირი, ერაყი, ლიბანი, ლიბია, ნიგერია, პაკისტანი, საუდის არაბერთი, სომალი და იემენი, ასევე, გაივლიან დამატებითი შემოწმების პროცედურებს.


XS
SM
MD
LG