ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიციის ლიდერი მზადაა სიცოცხლე შესწიროს



ირანის ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა სიცოცხლე შესწიროს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლების მოპოვებას. ირანის ოპოზიციის ლიდერი ჰოსეინ მოსავი თეირანს აფრთხილებს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს რეფორმების პროცესის ფიზიკური ძალით შეჩერებას და რომ ის მზადაა პოლიტიკური რეფორმების პროცესს შეეწიროს.

ოპოზიციურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლების ციხეში დაჭერით და მოკვლით ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს.

ბატონი მოსავი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს დაშვებულ შეცდომებზე. მისივე თქმით, თეირანი უფრო და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევით. ხელისუფლებამ ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება უნდა მისცეს. როგორც ბატონი მოსავი ამბობს, იგი მზადაა სიცოცხლე შესწიროს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლების მოპოვებას.

პარასკევის ლოცვის დროს, ხალხის ნაწილმა განაცხადა, რომ მოსავის თავგანწირვა კარგს არაფერს მოუტანს ოპოზიციის საქმეს. საზოგადოების მეორე ნაწილი კი მოსავისა და მისი მხარდამჭერების სიკვდილით დასჯას ითხოვს.

პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში ირანის ერთ-ერთმა რადიკალმა სულიერმა ლიდერმა აიატოლა აჰმად ჯანატიმ განაცხადა, რომ დაპატიმრებული ოპოზიციონრები ციხეში უნდა დარჩნენ სამუდამოდ. მისი თქმით:

„ჩვენი ხალხი 30 წელზე მეტია ებრძვის ამერიკას და ძალიან ბევრჯერ გვყავს ის შერცხვენილი. მათთან შედარებით თქვენ არაფერი ხართ.“ ჯანატიმ ასევე თქვა, რომ მეპროტესტეები კოპუმპირებულები არიან, რაც ირანში სიკვდილით ისჯება.

იუსტიციის მინისტრი მოადგილე იბრაჰიმ რაისიმ დემონსტრაციები მონაწილეებს ღმერთის მტრები უწოდა: „ჩვენ ამ მეამბოხეებთან და დამნაშავეებთან საერთო არაფერი გვექნება. ისინი ხალხის უსაფრთხოებას ემუქრებიან.“

მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამძაფრდა. 27 დეკემბერს ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციას ხელისუფლების მომხრეების ორ-დღიანი მიტინგი მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრაციის მონაწილეები მოსავის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. მოსავი ხელისუფლებისგან ოპოზიციის 500 წარმომადგენლის გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც გასულ კვირას დემონსტრაციის დროს დააკავა პოლიციამ. მთავრობა მათ გასამართლებას აპირებს, ხოლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ საჯარო არეულობის გამომწვევები კანონის ძალით დაისჯებიან.



XS
SM
MD
LG