ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები დაიხურა


იემენში შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები დაიხურა. ამის მიზეზი ტერორისტული საფრთხის გაძლიერება გახდა. შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორიზმის საფრთხე არაბეთის ნახევარკუნძულზე ბაზირებული ალ-ყაიდას დაჯგუფებისგან მომდინარეობს.

ალ-ყაიდას გააქტიურება განსაკუთრებით 25 დეკემბრის წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ შეიმჩნევა. იემენში ტერორიზმის საფრთხე განხილვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს.

„ალ-ყაიდა იმენში არ არის ჯერჯერობით ძალიან ძლიერი. მაგრამ თუკი შეერთებული შტატები აქ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, ალ-ყაიდა უფრო გაძლიერდება, რადგან ომის შედეგად დაზარალებულები სწორედ მის მხარეს გადავლენ“ ამბობს გაზეთ „იემენ პოსტის“ რედაქტროი. დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იემენში ანტიტერორისტულ საპოლიციო დანაყოფის შექმნას აპირებენ. ასევე იემენში, იანვრის ბოლოს, უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა იგეგმება.


XS
SM
MD
LG