ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხედრო ოპერაციის ჩატარებიდან ერთი წელი გავიდა


ისრაელის მიერ ღაზაში 22 დღიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებიდან ერთი წელი გავიდა. პალესტინელი ლიდერების და უფლებათადამცველი ჯგუფების შეფასებით, შეტევების დროს1400 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის განცხადებით კი 1166 პალესტინელი და 13 ებრაელია დაღუპული.


ამ მოვლენებიდან მართალია ერთი წელი გავიდა, მაგრამ სისხლიანი მოვლენების დავიწყება ბევრს უჭირს, 23 წლის ფარაჯ სამუნიც მათ შორისაა. ის იხსენებს, თუ როგორ მოკლეს ისრაელის არმიის ჯარისკაცებმამამამისი.

„მან ხელები აწია, თუმცა ჯარისკაცებმა მაინც ესროლეს. ჯერ მხარში, შემდეგ თავში. მერე მთელი სხეული დაუცხრილეს“ იხსენებს სამუნი.

ოჯახს სახლი დაენგრა. ერთადერთი მარჩენალი კი მკვდარია. საბოლოო ჯამში ისრაელის ოპერაციას სამუნების გვარის 29 წევრი ემსხვერპლა. საერთაშორისო დახმარებები კი მათ ტრაგედიას ვერ შეამცირებს. ფარაჯის დედა, ზაჰვე, ბავშვების ერთადერთი პატრონი და იმედია.

„ჩვენ ძალიან მცირე კომპენსაცია მივიღეთ. კეთილი ხალხიც დაგვეხმარა. სახლის თავიდან აშენება მინდოდა, მაგრამ გავარკვიე რომ ჩემს ქამრს ვალები ჰქონია, რომელიც მე უნდა გადავიხადო. რაღაც ნაწილი, რაც შევძელი უკვე გავისტუმრე.“ ამბობს ზაჰვე.

გასაჭირის მიუხედავად მან 2 ოთახიანი მიწური სახლის აგება მაინც შეძლო. მთავარია, რომ მას და მის ბავშვებს სახურავი აქვთ. ის იხსენებს, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ის ბავშვებს მარტო პურით და ბალახით კვებავდა. თუმცა, ღაზას მახლობლად მდებარე ისრაელის ქალაქ შდეროთში, ისრაელის სამხედრო ოპერაციით ხალხი კმაყოფილია. შდეროთის მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა გაცილებით მშვიდად და უსაფრთხო ცხოვრობენ.

„ხანგრძლივი მშვიდობისათვის ორივე მხარის კომპრომისია საჭირო.და როგორც ვხედავ ჯერ ეგ დრო არ დამდგარა“

ღაზას სექტორისთვის ბლოკადის მოსახსნელად ისრაელი ჰამასის მიერ დატყვევებული ჯარისკაცის ჯილად შალითის გათავისუფლებას ითხოვს. ასევე ისრაელის მხარე მოითხოვს გარანტიებს, რომ ჰამასი აღარ ააშენებს ბუნკერებს და არ გამოიყენებს იარაღს ისრაელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი დანგრეულია, მამა მოუკლეს და მისი ოჯახი მშიერია, ფარაჯ სამუნს მაინც სწამს, რომ ერთდაერთი გზა არის მოლაპარაკების დაწყება, და ამის დროც უკვე მოსულია. ფარაჯი ამბობს, რომ ღაზაში დარჩენილი ხალხისთვის ეს შვება იქნება.


XS
SM
MD
LG