ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობამ ქალაქ შანხაიში არსებული რძის კომბინატი დაკეტა


ჩინეთის სამთავრობო მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია , რომ მთავრობამ ქალაქ შანხაიში არსებული რძის კომბინატი დაკეტა. დაკეტვის მიზიზი გახდა პროდუქციაში აღმოჩენილი ინდუსტრიული ქიმიკატების მაღალი კონცენტრაცია.

გაზეთ შანხაი დეილიში აღნიშნულია, რომ მთავრობის ინსპექციამ დაკეტა კომპანის სახელად „შანხაი პანდა დეირი“ მას შემდეგ რაც მის 8 შეკვრა რძის ფხვნილში აღმოაჩინეს მელამინი.

დაპატიმრებულია ქარხნის სამი აღმასრულებელი დირექტორი. მათ ჩამოერთვათ ბიზნესისა და პროდუქციის წარმოების ლიზცენზია.

მელამინი გამოიყყენება რძის პროდუქტში პროტეინის შემცველობის გაზრდისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელის მავნე ქმედებისგან შესაძლებელია ჩამოყალიბდეს თირკმლის კენჭების და აგრეთვე გამოიწვიოს თირკმლის გათიშვა

XS
SM
MD
LG