ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  ათასობით ჰონკონგელი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა


დღეს ათასობით ჰონკონგელი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ითხოვდნენ არჩევნებში მონაწილების მიღების უფლებასა და დაპატიმრებული ჩინელი დისიდენტის ლუ ჟეობაოს გათავისუფლებას.

დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს ჩინეთის სამთავრობო ოფისისკენ. ისინი სკანდირებდნენ „ერთი ადამინი, ერთი საარჩევნო ხმა - ქვეყნის ლიდერის ასარჩევად ." ტრანსპორანტებზე დემონსტრანტების სლოგანს წარმოადგენდა „დემოკრატია ახლა".

ქუჩაში გამოსული აქტივისტები ჩინელი ოპოზიციონერის ლუ ჟეობაოს გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ, რომელსაც გასულ პარსკევს 11 წლით თავისუფლბის აღკვეთა მიესაჯა.

ამ განაჩენს დიდი უკმაყოფილება მოჰყვა დასავლეთში. აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ დაგმეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG