ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ფრენბურთის მატჩის მიმდინარეობისას ბომბი აფეთქდა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ფრენბურთის მატჩის მიმდინარეობისას ბომბი აფეთქდა, სავარაუდოდ დაღუპულია 50 ადამინი. ინცინდენტი სამხრეთ ვაზირისტანში ქალაქ ლაკი მარვატში მოხდა. საინფორმაციო სააგენტო როიტერი ადილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კამიკაძე ტერორისტმა თავი თამაში მსვლელობისას აიფეთქა.

ჩრდილოეთ ვაზირისტანში კიდევ ერთ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. ოფიცილური პირების განცხადებით აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული თავდასხმისას სამი მეამბოხე გარდაიცვალა. მათივ თქმით, დღეს მანქანა ავღანეთის საზღვართან ,ტომებით დასახლებულ ჩრდილოეთ ვაზირისტანში გადაადგილდებოდა , როდესაც დრონმა რაკეტა გაისროლა. გუშინ მსგავსი ოპერაციის დროს კიდევ სამი მეამბოხე მოჰკლეს

XS
SM
MD
LG