ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღეს გამოძიების წინასწარ შედეგებს წარუდგენენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღეს იმ გამოძიების წინასწარ შედეგებს წარუდგენენ, რომელიც გასულ პარასკევს ამსტერდამი-დეტროტის რეისზე მომხდარ ინციდენტს შეეხება.

„ მიუღებელია ისეთი ვითარება, როდესაც არსებობს ინფორმაცია ექსპრეტმისტის შესახებ და ეს ინფორმაცია არ არის მიწოდებული სხვა უწყებებისთვის."

განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ შობა დღეს ნიგერიელი უმარ აბდულმათალაბი თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა. მომხდარს ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრი იძიებს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი უწყებაა. სწორედ აქ ხდება სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაციების შეგროვება და გაანალიზება. ოფიციალური პიორების განცხადებით ანტიოტერორისტულმა ცენტრმა ჯერჯერობით ვერ შეძლო უმარ აბდულმათალაბის შესახებ არსებულის სხვადასხვა ინფორმაციების შეჯერება.


XS
SM
MD
LG