ფინეთის ქალაქ ესპოში შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ხალხის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.
თავმდასხმელი 43 წლის იბრაჰიმ შკუპოლი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მოგვიანებით ესპოში მდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვა. ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მსგავსი ინციდენტი ფინეთში 2007 და 2008 წელსაც მოხდა.