ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თალიბებმა აიღეს



ოთხშაბათს ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თალიბებმა აიღეს. ტერორისტული აქტი,რომელსაც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს 8 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა ,ავღანეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცმა განახორციელა.


ამერიკის სამხედრო ძალების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ბაზაზე შესვლის შემდეგ საწვრთნელ სპორტულ დარბაზთან აიფეთქა თავი. გარდაცვლილების გარდა მძიმედ დაიჭრა ექვსი ადამიანი.ამერიკის სადაზვერვო სააგენტო მომხდარის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებს.


XS
SM
MD
LG