ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" რედაქციები გვილოცავენ...


ვაშინგტონში დღეს საათი ღამის 12-ს თბილისზე 9 საათით ადრე ჩამოკრავს. თქვენ ახალ 2010 -ს ჩვენზე ადრე შეხვდებით, ასე იქნება ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კარის მეზობელ უზბეკურ რედაქციაშიც.

მისი თანამშრომელი ოდილ რუზალიევი უკვე 6 წელია ამერიკაშია. პირველი 2 წელი ტელეჟურნალისტიკის დარგში მაგისტრის ხარისხს დაუთმო, შემდეგ მუშაობა დაიწყო და ოჯახით აქ დასახლდა. 6 წელია ტაშკენტში ახალ წელს არ შეხვედრია. ტრადიციულ უზბეკურ კერძს ოჯახში თავად ამზადებს.

“საუკუეთესო ფლავი კაცის გაკეთებულია და ახალ წელსაც ამ საქმით ჩვენ ვკავდებით. ითვლება, რომ მამაკაცი მას მეტ ყურადღებას, მეტ სიფაქიზეს ატანს და ფლავიც უფრო გემრიელი გამოდის. საერთოდ რეგიონების მიხედვით, ფლოვის 30 სახეობა არსებობს.”

ოდილი იხსენებს, რომ ტაშკენტში საახალწლო კერძს ყოველთვის მამა ამზადებდა. წელსგვპირდება, რომ საკუთარ მომზადებულით ახალ 2010წელს ქართულ რედაქციასაც გაგვიმასპინძლდება” “მიდნა ქართველებს 2010 წელს კარგი იღბალი ვუსურვო. ასევე ჯანმრთელობა, ვიცი თქვენ მთის ძლიერი ერი ხართ, მინდა ახალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდეთ, აისრულოთ თქვენი ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა”

ალბათ ოდილს ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენს ასევე უახლოეს მეზობელ თურქეთისთვისაც სურვილი იგივე ექნებოდა. ალფ ესმერი თურქულ რედაქციაში 10 წელზე მეტია მუშაობს, რადიოს გარდა, ყოველკვირეული ტელე-ჟურნალის წამყვანია. თურქული რედაქცია ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია. სტამბულში ცხოვრებისას ალფი ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდებოდა, ამბობს რომ დღეს ახალგაზრდებს სხვა პრიორიტეტები აქვთ:

“ისინი გარეთ გასვლას ამჯობინებენ. ღამის კლუბებში, რესტორნებში მიდიან, ან ტაქსიმის მოედანზე, სადაც დიდი ფეერვერკი ეწყობა.” 2008 წლის გათვალისწინერბით, თურქული რედაქცია ჩვენს მიმართსურვილები ასეთი აქვს: “გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, რომ 2010 უფრო სტაბილური ყოფილიყოს ვიდრე წინა, ათწლეული უფრო მშვიდობიანი ვიდრე წინა ათწლეული.”


აზერბაიჯანი ამერიკის ხმაშიც ჩვენი გვესაზღვრება. კორიდორის ბოლოს ჩვენთან ერთად, მათი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი რედაქციაა მოთავსებული. 31 დეკემბერს ახალ წლის გარდა აზერბაიჯანელები მსოფლიოს გარშემო სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ, ახალ წლამდე ტრადიციისამებრ ცდილობენ ნათესავები, ახლობლები მოინახულონ და ცუდი მოგონებები წარსულს ჩააბარონ.


“ახალ წელი მომავალზე, წარსულზე გვაფიქრებს, ჩვენ გვიყვარს მისი ბრწყინვალედ აღნიშვნა, რათა ბედნიერი წელიდაგვებედოს. ტრადიციაული კერძებიდან გვაქვს ფლავი, დოლმა და ხშირად თევზი კასპიის ზრვიდან, სასმელებიდან რა თქმა უდნა შამპანიური. ახალგაზრდა თაობა სახლში აღარ ჩერდება და “ახადრის “,იგივე მშიდობის მოედანზე მიდის, სადაც ცენტრალური ნაძვის ხეა მორთული და ხალხისთვის კონცერტი ტარდება.”


როდესაც ვაშინგტონში ჩამოვიდა, დილშად ალიყაროვას შვილებისაახალწლოდ ჯერ კიდევ შახტი ბაბას, ანუ თოვლის ბაბუას ელოდნენ. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. საქართველოს, ისევე როგოც თავის ქვეყანას, მშვიდობიან, ბედნიერ წელს უსურვებს.


თუკი პოლიტიკური ლიდერები არა, ამერიკის ხმის აზერბაიჯანული და სომხური რედაქციების წარმომადგენლები ახალი წელს ერთმანეთს ყოველ წელს ულოცავენ. ისინი ყველაზე ახლო, კარის მეზობლები არიან. სომხური რედაქცია ყველაზე პატარა გუნდით, მაგრამ ტრადიციების გათვალისწინერბით მუშაობს. “ჩვენი ტრადიციები ვფიქრობ ქართულს ძალიან უნდა გავდეს, ჯერ ოჯახთან ერთად ვხვდებით, შემდეგ მეგობრებთან მივდივართ, სუფრაზე ძირითადად სადღესასწაულო კერძები გვაქვს, ტოლმა და სალათი ოლივიე, რომელიც რუსულიდან არის გადმოღებული, მაგრამ ძალაინ პოპულარულია.


ინეს მახიტირიანი ძირითადად პოლიტიკურ სიახლეებს აშუქებს. ამერიკაში 7 წლის წინ ჩამოვიდა, მალე კინოდოკუმენტალისტიკასი მაგისტრის ხარისხს იცავს. თავად მთლიანი ყარაბარის პრობლემის მოგვარებას და ჩვენ ტერიტორტიული მთლიანობის აღდგენას გვისურვებს.

“პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ! ვფიქრობ ძალიან აქტუალურია.”

ამერიკის ხმა 125 მილიონიანი მსმენელისთვის ახალი წლის მილოცვას 51 ენაზე დაიწყებს. ქართული რედაქცია ვაშინგტონიდან ახალ წელს 1951 წლიდან გილოცავთ. მასშემდეგ ბევრი რამ ძირეულად შეიცვალა. მაგრამ ჩვენი მთავარი პრინციპი იგივეა: ამერიკის ხმა, ინფორმაციის სანდო წყარო. ახალ წელს გილოცავთ!!!


XS
SM
MD
LG