ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეაში ხალხი ამერიკელი მისიონერის დაკავებას აპროტესტებს



სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დღეს ათობით ადამიანი შეიკრიბა და ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი მისიონერი რობერტ პარკის დაკავების ფაქტი გააპროსტესტა. პარკი გასულ კვირას დააკავეს, როცა ის ადამიანის უფლებების დამცავი ერთ-კაციანი მისიით ჩრდილოეთში გადავიდა.

აქტივისტებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჯონგ ილს საკუთარი ხალხის უფლებების დარღვევის მონანიებისკენ მოუწოდეს და პარკს კი თავდადებული უწოდეს.

მოპროტესტეების დიდი ნაწილი კონსერვატიული შეხედულებების მამაკაცები იყვნენ, რომლებიც სამხრეთ კორეის დედაქალაქშში მდებარე ეკლესიებს წარმოადგენდნენ.

სამშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჩინეთის საზღვართან დაკავებული იქნა ამერიკელი, რომელმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. დაკავებულის ვინაობა განცხადებაში მითითებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ის ბატონ პარკზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG