ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები საქართველოში 2009 წელს


ჩვენმა რესპონდენტმა ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2009 წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმც მისი აზრით საქართველომ მაინც დააღწია თავი ლარის კურსის ვარდნას და არ მივიდა კოლაფსამდე. ბატონმა ემზარმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვმნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მიეცეს ქართულ ბიზნესს. ბატონმა ემზარმა ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ უცხოელებმა თავიანთი ინვესტიციები საქართველოში დააბანდონ - "ვგულისხმობ ფისკალურ სიმყარეს, საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებას, სამართალს ბიზნესში და რაც მთავარია პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს "-დასძინა ბატონმა ემზარმა.

XS
SM
MD
LG