ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ რაკეტსაწინაღო სისტემაზე პუტინი კომენტარს აკეთებს


"შეიარაღებისადმი კონტროლის ახალი პაქტის დადებაში ამერიკასა და რუსეთს შორის ყველაზე პრობლემატური ვაშინგტონის გეგმაა ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების თაობაზე"- ამტკიცებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. ქალაქ ვლადივოსტოკში გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ რაკეტსაწინაღო ამერიკული სისტემა შეიარაღებაში პარიტეტს დააღღვევს, რადგანაც რსეთს არ გააჩნია საკუთარი რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემის შექმნის გეგმა. პუტის მიაჩნია, რომ ეს სისტემა პრაქტიკულად საჰაერო ფარის ფუნქციას შეასრლებს ვაშინგტონისათვის, რაც იმის საშუალებას მისცემს მას აკეთოს ის, რაც მას სურს. პუტინმა განაცხადა, რომ ამ პარიტეტის შენარჩუნების მიზნით მოსკოვი აპირებს შეტევითი შეიარაღების განვითარებას. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ არ ეთანხმება პუტინის ხედვას, რომლის თანახმად ერთმანეთთან არის დაკავშირებული თავდაცვითი და შეტევითი სარაკეტო სისტემები.

XS
SM
MD
LG