ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის მოქალაქე დააკავეს


ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სამთავრობო სააგენტო აცხადებს, რომ 24 დეკემბერს ქვეყნის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის ამერიკის მოქალაქე დააკავეს. სააგენტოს სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ ნათელია, რომ საუბარი ამერიკელ ქრისტიან მისიონერსა და ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტს რობერტ პარკს ეხება. მისიონერის კოლეგა ჯო სუნგ რაე ამბობს, რომ ბიბლიითა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმი მიმართული პეტიციით აღჭურვილუი პარკი ჩინეთიდან გადავიდა კორეაში.

აი რა განუცხადა გასულ კვირას თავად პარკმა როიტერსის სააგენტოს:

„და თუ მომკლვავენ ეს უკეთესიც კი იქნება, ვინაიდან ჩემმა სიკვდილმა შეიძლება მსოფლიოს ლიდერები გამოფხიზლოს და ქმედებისკენ უბიძგოს მათ". ციტატის დასასრული.

XS
SM
MD
LG