ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა, ქაიროში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს უმასპინძლა. შეხვედრა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების ირგვლივ საუბარს ითვალისწინებდა. მანამდე ეგვიპტემ მძაფრად გააკრიტიკა ისრაელი ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ტერიტორიაზე შვიდასამდე ბინის აგების ახალი გეგმის შემუშავების გამო. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ ღეითმა დღეს განაცხადა, რომ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დასახლებათა მშენებლობის გაგრძელება სამშვიდობო პროცესის განახლებას უშლის ხელს და იმის ეჭვს ბადებს, მართლა სურს თუ არა ისრაელს მშვიდობის მიღწევა.

XS
SM
MD
LG