ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი ირანის ოპოზიციას აქებს


ირანის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ირანში კვირას ჩატარებული დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გაკრიტიკებას გმობს.

ირანის პარლამენტის სპიკერის ალი ლარიჯანის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას ოპოზიციის შექებით.

ბატონმა ობამამ გუშინ განაცხადა, რომ ირანელი ხალხი უდიდეს სიმამაცეს დაუნდობელი ძალადობა ხვდება წინს. მან ირანში მომხდარ მოვლენებს „უდანაშაულო ირანელების ძალადობრივი და უსამართოლო დასჯა“ უწოდა. მან ასევე შეაქო ის ირანელები, რომლებიც სიმამაცესა და თავდადებას იჩენენ ადამიანი უნივერსალური უფლებების დასაცავად. ბატონი ობამა აცხადებს:

-"ის რაც ირანში ხდება, არ ეხება შეერთებულ შტატებს ან რომელიმე სხვა ქვეყანას. ეს ირანელი ხალხის სურვილის გამოხატვაა სამართლიანობისა და და უკეთესი ცხოვრების სურვილისა.“

პრეზიდენტმა ობამამ ირანის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეეთა მინისტრმა დეივილ მილიბანდმა ასევე შეაქო ირანის ოპოზიცია და მათ უდიდესი სიმხნევის მქონე ხალხი უწოდა.

ლონდონში არსებული არაბული და ირანული კვლევების ცენტრის ანალიტოკოსი ალი ნურიზადე აცხადებს:

-"თითოეული ადამიანი, ვისაც ირანში ველაპარაკები პრეზიდენტი ობამას პოლიტიკას აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს დემოკრატიის ჩემპიონებად აღიქვამენ და ამის გამო, ძალიან უკვირთ ის, რომ შეერთებული შტატები არაფერს აკეთებს".

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუცარ მოტაკიმ გააკეთა განცხადება, რომ ბრიტანეთს ტუჩებში მოხვდება სისულელების ლაპარაკს თუ არ მორჩება.


XS
SM
MD
LG