ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ახალი მშენებლობების გეგმას აშშ-ის მხრიდან მკაცრი კრიტიკა  მოჰყვა


ორშაბათს ამერიკის მთავრობამ დაგმო ისრაელის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში 700 ახალი საცხოვრებელი ბინის აშენების თაობაზე.

ისრაელის განცხადებით, ეს მიწა ისრაელის კუთვნილებაა, მაშინ როდესაც აშშ-ი მიუთითებს რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი ისრელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს.

ისრაელის მიერ მიღებული მშენებლობების გადაწყვეტილებას მოჰყვა ღია და მკაცრი კრიტიკა აშშ-ის მხრიდან. ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო ელჩი ჯორჯ მიჩელი კი რეგიონში ვიზიტისთვის ემზადება. ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმის სამ ებრაულ დასახლებაში 700 საცხოვრებელი ბინის მშენებლობაზე ორშაბათს ტენდერი გამოაცხადა. იერუსალიმის ეს მონაკვეთი ისრაელმა ხელთ 1967 წელს ჩაიგდო სამხედრო დაპირისპირების შედეგად. ანექსირებულ ტერიტორიას არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. მაშინ როდესაც ისრაელი აცხადებს რომ იერუსალიმი მისი დედაქალაქია, პალესტინა თავის მხრივ მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია ისტორიაულად მას ეკუთვნის და შესაბამისად იგი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქიც არის.

თეთრი სახლის განცხადებაში, პრესსპიკერმარობერტ გიბსმა დაადასტურა, რომ აშშ-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს სადავო საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს.

რობერტ გიბსის განცხადებით, არცერთმა მხარემ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ იქნება მიმართული. ამავე დროს ეს მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს.

პრესასთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა იან კელიმ თავის მხრივ დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარგზავნილს ჯორჯ მიჩელს, გასულ კვირას, ნიუ იორკში მშენებლობების გეგმის თაობაზე ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

-"ისრაელის მთავრობამ გვამცნო ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ.რასაც ამრიკის მთავრობამ ოპონირება გაუწია. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩიხში აყენებს. ჩვენ კი ვთვლით რომ შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოხდეს. მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს ყველა მუდმივი სტატუსის საკითხი და მათ შორის იერუსალიმისაც"

იანვარის დასაწყისში ჯორჯ მიჩელი რეგიონში ვიზიტს გეგმავს. ნოემბერში საგანგემბო ელჩი ისრაელის მთავრობის მხრიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო მშენებლობების ათთვიანი მორატორიუმის გამოცხადებას მიესალმა. ამ ნაბიჯს მან უპრეცედენტო უწოდა და პალესტინელებს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მაშინ ექნება აზრი თუ ისრაელი მთლიანად შეწყვითავს მშენებლობას როგორც მდინარე იორადანეს დასავლეთ ნაპირზე ისე იერუსალიმშიც.

პალესტინელთა მთავარმა მომლაპარაკებელმა საებ ერაკათმა აღნიშნა, რომ პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობა სასტიკად გმობს ისრაელის ბოლო ქმედებას. მსივე თქმით ეს ყვალანაირად აქარწყლებს იმედებს ორი სახელმწიფოს თანაარსებობის შესახებ.

ამის საპასუხოდ ისრელის მთავრობის წარმომადგენელი მარკ რეგევი აცხადებს, რომ ისრელს არსდროს დაუდია პირობა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში შეწყვეტდა მშენებლობას. ხოლო პალსესტინის მსგავსი რეაქცია სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ი აღიარებს იერუსალიმის სტატუსის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოლაპარაკებების წარმოებით შეიძლება მხარეებმა მიაღწიონ ყველასთვის მისაღებ შედეგს იერუსალიმთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG