ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო კოდექსი საბოლოოდ დამტკიცდა


ჩვენი რესპონდენტი დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გახლავთ. ბატონი სოსოს აზრით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ კოდექსის ბოლო ვარიანტი გაცილებით ოპტიმალურია ვიდრე წინა ვარიანტი. მისი თქმით საბოლოოდ, საარჩევნო კოდექსი აისახა დებულება, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე თბილისში ახალდარეგისტრირებულ მოქალაქეებზე გაიცემა დროებითი მოწმობები, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათ არ ექნებათ. თუმცა ამ დროებითი მოწმობების მქონე პირებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჩამოერთმევათ, რადგან დარჩებათ შესაძლებლობა ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცენ ხმა. ბატონმა სოსომ ასევე აღნიშნა, რომ იანვარში მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახლა დაკომპლექტება. 13-წევრიან ცესკოში 6 წევრს დანიშნავს ხელისუფლება, ხოლო 6 წევრს ის ოპოზიციური პარტიები, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან თვითმმართველობის არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვის საფუძველზე. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის მიხედვით, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაშინ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

XS
SM
MD
LG