ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ გამოძიება დაიწყო ავღანეთში მომხდარი ინციდენტის ირგვლივ


ნატოს ოფიციალური პირების განცხადების თანახმად დაწყებულია გამოძიება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის დროს ათი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბავშვების ჩათვლით. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში დაჰგმო ეს ინციდენტი და გასცა განკარგულება გამოძიების დაწყების თაობაზე. ავღანეთში ბოლო დროს საკმაოდ მწვავედ დგას კოალიციის ავიაციის საჰაერო დარტყმებში სამოქალაქო პირების დაღუპვის საკითხი. ამის პარალელურად ავღანეთოისა და კოალიციური ძალების სამხედროები იმ სამ ავღანელ პოლიციელს დაეძემებ, რომლებიც უგზო უკვლოდ გაქრნენ, მას შემდეგ რაც ბადღის პროვინციაში თალიბმა პარტიზანებმა თავდასხმა განახორციელეს უშიშროების ძალების პოსტზე.

XS
SM
MD
LG